ქუვეითმა ირანის თავდასხმების შემდეგ საჰაერო სივრცე დახურა - CNN

ქუ

ქუვეითმა ირანის თავდასხმების შემდეგ საჰაერო სივრცე დროებით დახურა და რეისები გადამისამართდა - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მანამდე, ქუვეითის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ "მტრული ობიექტები" ჩაჭრა.

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის განცხადებით, გამთენიისას ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის საჰაერო ბაზებზე თავდასხმა განახორციელა.