ახალი თაღლითური სქემა, ბანკომატების გამოყენებით
1756844042
ქედის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", მამუკა თურმანიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება და მის პრიორიტეტებს აცნობს.
როგორც თურმანიძე აღნიშნავს, ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მისი მთავარი ამოცანაა, შესაბამისად, სოციალური სახლების მშენებლობა და ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამა კვლავ პრიორიტეტად დარჩება. გარდა ამისა, მერობის კანდიდატის თქმით, ყურადღება მიექცევა სხვა არაერთ მიმართულებას.
"ყველა სოფელში, ყველა თემში, ყველა უბანში მისული ვარ, ვიცი მათი ყოფა-ცხოვრება, მათი გამოწვევები, ასევე რა გაკეთდა და რა არის გასაკეთებელი. მაქსიმალურად ვეცდებით, ჯერ მოსახლეობის მოთხოვნები იყოს დაკმაყოფილებული და შემდეგ, ზოგადად ერთიანი, შეჯერებული აზრებით მივხედოთ ქედის მუნიციპალიტეტს, ინფრასტრუქტურის ნაწილი იქნება ეს, ჯანდაცვის კუთხით, სოციალური თუ სხვა მიმართულებით," - აცხადებს მამუკა თურმანიძე.
მერობის კანდიდატის თქმით, აპირებს, რომ იზრუნოს ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაზე, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობასა და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნაზე.