„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი სოფელ ყვიბისის მოსახლეობას შეხვდა

მამუკა გელაშვილი

„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა დღეს მოსახლეობასთან შეხვედრა ბორჯომის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან ერთად, სოფელ ყვიბისში გამართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„ადგილობრივებს წარვუდგინეთ სოფელ ყვიბისის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი ზაქარია ციცქიშვილი, ასევე, გავაცანით ჩვენი გუნდის საარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა.

ბორჯომის განვითარება უპირველეს ყოვლისა ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით უნდა მოხდეს. ჩვენ გვყავს სხვადასხვა სფეროების მიხედვით დაკომპლექტებული ძლიერი გუნდი, რომელთა უმთავრესი ამოცანა იქნება ეფექტური და პრობლემების უმოკლეს დროში გადაჭრაზე ორიენტირებული მმართველობა“, - წერს გელაშვილი სოციალურ ქსელში.