1691045330
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს უქნევს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ვატიკანში, რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე - HJNews

მიხეილ ყაველაშვილისა და დონალდ ტრამპის ვატიკანში შეხვედრის ფოტოს ამერიკული გამოცემა The Herald Journal-ი აქვეყნებს და წერს, რომ თეთრი სახლის ლიდერი საქართველოს პრეზიდენტს ხელს უქნევს.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (ცენტრში) ხელს უქნევს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს (მარჯვნივ), რომელიც ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალზე იმყოფება, 26 აპრილი, 2025 წელი“, - წერია ფოტოს აღწერაში.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას ესწრება. პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში გუშინ საღამოს დაეშვა, სადაც პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.