პეკინში ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარეობს

პეკინი

 ჩინეთის დედაქალაქ პეკინში რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა დაიწყო, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლიდერები ორმხრივი ურთიერთობების სრულ სპექტრს, ასევე აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.

რუსეთის პრეზიდენტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გუშინ საღამოს ჩავიდა.

რუსეთის მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში არიან : საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე დენის მანტუროვი, ვიცე-პრემიერები ტატიანა გოლიკოვა, ალექსანდრე ნოვაკი, იური ტრუტნევი, დიმიტრი ჩერნიშენკო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მაქსიმ ორეშკინი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, ჩინეთში რუსეთის ელჩი იგორ მორგულოვი და სხვა პირები.