1745863963
პარლამენტი დღეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს

დღესვე პარლამენტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს. ცვლილებები მოიაზრებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მემკვიდრე პარტიებისათვის საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას.
მმართველი გუნდის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების მიზანი, კანონის ძალით „ნაციონალური მოძრაობის“ იმ სტრატეგიის აღმოფხვრაა, რომლითაც კვლავ ცდილობენ ქვეყანაში არეულობის შექმნას და ხელისუფლებაში დაბრუნებას.