წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმის გამო, აშშ-ის ავიამზიდ „ჰარი თრუმანის“ გემბანიდან ავიაგამანადგურებელი F/A-18 გადავარდა

შშ-ის ავიამზიდ „ჰარი თრუმანის“ გემბანიდან ავიაგამანადგურებელი F/A-18 გადავარდა

წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმის გამო, აშშ-ის ავიამზიდ „ჰარი თრუმანის“ გემბანიდან ავიაგამანადგურებელი F/A-18 გადავარდა.

გავრცელებული ცნობით, ამერიკული ავიამზიდი „ჰუსიტების“ თავდასხმის მოსაგერიებლად მკვეთრად შემობრუნდა, რის გამოც ეკიპაჟმა ავიაგამანდგურებელზე კონტროლი დაკარგა და სამხედრო თვითმფრინავი გემბანიდან გადავარდა.

ზღვაში ჩავარდა ასევე ბუქსირების ტრაქტორი. ინციდენტის შედეგად ერთი მეზღვაური მსუბუქად დაშავდა. სამხედრო თვითმფრინავი ზღვაში ჩაიძირა.

F/A-18-ის ღირებულება 60 მილიონი დოლარია. ავიამზიდ „ჰარი თრუმანიდან“ იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტები და სხვა სახის ინფრასტრუქტურა იბომბება.

წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმის გამო, აშშ-ის ავიამზიდ „ჰარი თრუმანის“ გემბანიდან ავიაგამანადგურებელი F/A-18 გადავარდა