აბიტურიენტების საყურადღებოდ! 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი გამოქვეყნდა
1749628516
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის შეფასებით, ორმაგი სტანდარტების ავტორებისთვის, ომი მშვიდობაა, მშვიდობა კი - ომი.
"მინდა ვისაუბრო იმ კლასიკურ ორმაგ სტანდარტებზე, რასაც გარკვეული აქტორები საქართველოში უკვე წლებია იყენებენ. თურმე, აქ პოლიციელისთვის ცეცხლის წაკიდება, შენობის გადაწვა და მასში შეჭრა შეიძლება, დასავლეთში კი - არა. თურმე, ქველმოქმედება სანქცირებადია. ამ დროს კი, სირიის ხელისუფლებას ყველა სანქცია ეხსნება. თურმე, პირბადე სახის დაფარვის გარდა სხვა ფუნქციით მხოლოდ საქართველოში გამოიყენება. თურმე, ამერიკული FARA მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს რუსული, შვედეთში კი გამჭვირვალობა აუცილებელია. უცხოური დაფინანსებით დეპუტატების შეურაცხყოფა დემოკრატიის ზეიმი ყოფილა, ხოლო გერმანიის ელჩის შეწუხება - სისხლის სამართლის დანაშაული. ამავე ლოგიკით, დსთ-ს წევრი მოლდოვა უფრო დემოკრატიულია, ვიდრე საქართველო. ისევე როგორც, ნანტის მერია ბრეჟნევის დროინდელ თბილისს უფრო პლურალისტურად მიიჩნევს. ამტკიცებენ, თქვენს ქვეყანას რუსეთთან ეკონომიკური ვაჭრობა არ უნდა ჰქონდესო და ამ დროს ბალტიისპირეთის სახელმწიფოები გვისწრებენ რუსეთში ღვინის ექსპორტით. მაგიდაზე ხელის ბრახუნით ითხოვდნენ რუსეთს სანქციები დაუწესეთო, რაც რეალურად ქართველი ხალხის დასანქცირება იქნებოდა, ახლა კი, საერთაშორისო სანქციების შემსუბუქებაზეც კი საუბრობენ. უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა და ომში ჩართვა მოითხოვეს და არავის გახსენებია 2008 წელს და მანამდეც, საქართველოს მიერ გამოვლილი ბრძოლები“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, საქართველო ევროპული ცივილიზაციის აკვანია, ხოლო ქართველი ხალხი ერთ-ერთი უძველესი ერია მსოფლიოში.
"არასწორად შეგიფასებიათ ჩვენი საზოგადოება. დროა, საქართველოსთან მიდგომებს გადახედოთ. ან მეორე ვარიანტიც გაქვთ, დაიჯეროთ, რომ სწორად იქცეოდით და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო არჩევნებს დაელოდოთ სექტემბერში. როგორც ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: ,,ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს, მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე”. „ქართულ ოცნებას“ პოზიტიური დღის წესრიგი აქვს და ჩვენ ვაპირებთ რეფორმების ეს ტემპი შევინარჩუნოთ. სიახლეები რაც გავაჟღერეთ, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, რეგიონების გაძლიერებას, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ეკონომიკის განვითარებას ემსახურება“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.