ახმეტაში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც
1749478591
ვერავინ დაუპირისპირდება კონკრეტულ ფაქტს, რომ ადამიანებს ძარცვავდნენ, აწამებდნენ, სიცოცხლეს და ღირსებას ართმევდნენ. ამაზე პასუხის გაცემას რთულ სიტუაციაში თავის ჩაგდება და ამ ვითარებიდან რაღაც დივიდენდის მიღება ურჩევნიათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაკავშირებით, რომლებიც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ არ ცხადდებიან.
ვოლსკის თქმით, ამ ადამიანებს წამებული პოლიტიკოსის როლის მორგება ურჩევნიათ.
ამასთან, გია ვოლსკის განმარტებით, გირაოს გადახდა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს.
„ეს ნიშნავს თავისუფლებაზე დროებით დარჩენას. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ მათთვის შეუძლებელია, უპასუხონ იმ კითხვებს, რაც ფაქტებზეა დამყარებული. მათ გადაწყვიტეს, რომ უმჯობესია, „პოლიტიკურად წამებულები“ იყვნენ, რომლებიც პოლიტიკურ ველზე რჩებიან და რაღაც შარავანდედით არიან შემოსილი, რასაც წამებული პოლიტიკოსი ჰქვია. რასაკვირველია, ამ როლის მორგება ურჩევნიათ, ვიდრე კომისიის სხდომაზე მივიდნენ. მათთვის მთავარია, კომისიაზე მოსვლა რა შედეგს მისცემთ – საბოლოოდ გაქრობის პერსპექტივას მისცემს. არცერთ მათგანს არ აქვს კითხვებზე ფაქტებზე დაყრდნობილი პასუხი. ვერავინ დაუპირისპირდება კონკრეტულ ფაქტს, რომ ადამიანებს ძარცვავდნენ, აწამებდნენ, სიცოცხლეს და ღირსებას ართმევდნენ. ამაზე პასუხის გაცემას რთულ სიტუაციაში თავის ჩაგდება და ამ ვითარებიდან რაღაც დივიდენდის მიღება ურჩევნიათ, რაც, მათი მოსაზრებით, წამებულის როლს მისცემთ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.