ოპოზიციის მომავალი არის პოლიტიკური კრახი. ეს პოლიტიკური კრახი განაპირობა მათი პატრონების ძალიან დიდმა შეცდომებმა საქართველოს მიმართ - თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი

"ოპოზიციის მომავალი არის პოლიტიკური კრახი. ეს პოლიტიკური კრახი განაპირობა მათი პატრონების ძალიან დიდმა შეცდომებმა საქართველოს მიმართ," - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არჩევნები ქვეყანაში არეულობის გასაღრმავებლად სჭირდება.

"პირველი შეცდომა იყო ის, რომ მიზნად დაისახეს არა დემოკრატიის გაკეთილშობილება საქართველოში, არამედ, კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგოდ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ხელისუფლების ძალადობით მოშორება. ოთხი რევოლუცია დააპირეს. რა თქმა უნდა, ამ ძალისხმევას ისინი კვლავ აგრძელებენ, ეს კურსი მათ არე შეუცვლიათ, მაგრამ ქართველმა ხალხმა მათ უკვე ათჯერ უპასუხა და ყველა არჩევნებში დამარცხდნენ. ყველა კარგად ხედავს, რომ ამ ადამიანებს ეს არჩევნები ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსასვლელად და უკეთესი სერვისების შესათავაზებლად არ სჭირდებათ, მათ სჭირდებათ არეულობის გასაღრმავებლად," - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.