როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, რათა ოპოზიციას ხმა გააგონოს, ანუ, ერთმანეთს რომ გააგონონ ხმა, ეს ნონსენსია, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, ასეთ ოპოზიციას ჰქონდა ქვეყნის მართვაზე პრეტენზია.
„ადამიანი შიმშილობს იმიტომ, რომ დანარჩენმა ოპოზიციონერმა რადიკალებმა მონაწილეობა არ მიიღონ ადგილობრვი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს სიგიჟეა, გაგიჟებულები არიან. რას სჩადიან, ვერ გავიგეთ. წარმოიდგინეთ, ამათ პრეტენზია ჰქონდათ, რომ ქვეყანა ემართათ. მათი მართული ქვეყანა 2012 წლამდე ვნახეთ – დაქუცმაცება, შანტაჟი, მიყურადება, ომი, უბედურება, ტრაგედია. ეს მათი ხელწერაა და ვნახეთ. წარმოდიგინეთ, ამ არაადეკვატურებს რომ მისცე სახელმწიფო სამართავად. რას ვართ გადარჩენილი. ის კაცი მეცოდება, გვერდით რომ მიუჯდა – გედი. გაუგებრობაშია და ვინმემ უთხრას, რომ აქ სხვა თემებშია საქმე. ადექი, შე კაცო, არ დარჩე ისე, ნაშიმშილარი“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე.