პიტერ სიიარტო: უკრაინის საგარეო უწყება ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ევროკავშირის მოქალაქეების, მათ შორის უნგრელების მხარდაჭერის გარეშე შეძლებს

პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო უწყება ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ევროკავშირის მოქალაქეების, მათ შორის უნგრელების მხარდაჭერის გარეშე შეძლებს.

სიიარტოს თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გუშინ ამტკიცებდა, თითქოს უნგრელებს არ ჰქონდათ უფლება, გადაეწყვიტათ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.

მისი თქმით, პირიქით, ქვეყნის წევრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ არის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ან მისი მთავრობის პრეროგატივა, არამედ ევროკავშირის მოქალაქეების, მათ შორის უნგრელების.

„ისეთი ქვეყნის გაწევრიანება, რომელსაც მოაქვს ომის საფრთხე, რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ერთხელ თითქმის გაანადგურა ჩვენი ფერმერები“, - დასძინა მან.