ოპოზიცია არჩევნების თაობაზე ამომრჩეველს იმდენ ტყუილს ეუბნებოდა, რომ ახლა თავიანთი ტყუილების ტყვეობაში არიან მოქცეული - გიორგი კახიანი

ქალბატონი სალომე რომ ცდილობს რადიკალების ლიდერად ჩამოყალიბდეს, ამას კარგა ხანია საზოგადოება თვალს ადევნებს - გიორგი კახიანი

ოპოზიცია არჩევნების თაობაზე ამომრჩეველს იმდენ ტყუილს ეუბნებოდა, რომ ახლა თავიანთი ტყუილების ტყვეობაში არიან მოქცეული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც კახიანმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილი აქვს, საჯაროდ არ ამბობენ და ამომრჩეველს ატყუებენ.

„ზოგიერთს რეგიონებში სამზადისი უკვე დაწყებული აქვს და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ. კარგად იციან, რომ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ, რადგან მათი რეიტინგი მძიმეა. დარწმუნებული ვართ, 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ისინი ელოდებიან, ქვეყნის გარედან პატრონები რას ეტყვიან. დიდი ალბათობით, მათი მითითება იქნება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.