1747422287
22 წლის მოდელი საკუთარ სახლში "ქილერმა" მოკლა

22 წლის კოლუმბიელი მოდელი საკუთარ სახლში "ქილერმა" მოკლა, რომელიც კურიერის ფორმაში იყო გადაცმული. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, 22 წლის მარია ხოსე ესტუპინიანს ქალაქ კუკუტაში, ოთხშაბათს ესროლეს, როდესაც ის სახლიდან გამოდიოდა. მკვლელი გარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. კადრებში ჩანს, თუ როგორ გარბის ის მკვლელობის ადგილიდან.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოდელი წარსულში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მის ყოფილ შეყვარებულს კომპენსაცია უნდა გადაეხადა.
ხელისუფლების ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე დაწყებულია გამოძიება.