„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
ეს ადამიანები ცდილობენ, რომ სამართლებრივ პასუხისმგებლობას გაექცნენ იმ უდიდეს დანაშაულზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა იმ პოლიტიკოსებზე საუბრისას, რომლებიც ხელისუფლების დამხობის მომხრეები იყვნენ, ახლა კი აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებენ.
„ერთი მხრივ ეს ადამიანები ცდილობენ, რომ სამართლებრივ პასუხისმგებლობას გაექცნენ იმ უდიდეს დანაშაულზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და ძალადობრივ მოწოდებას, ხოლო მეორე მხრივ საკუთარი მხარდამჭერებთან და იმ აგრესიულ ბრბოსთან ცდილობენ, რომ თავი გამოიყვანონ სუფთა და უდანაშაულო. თანხები, აიღეს ამ ადამიანებისგან და გახარჯეს, ნდობა ფუჭად გაფლანგეს, მთელი ის პროცესები, რომელსაც აორგანიზებდნენ, წყალში ჩაყარეს“, - აღნიშნა წილოსანმა.
ჩავარდნილი სცენარის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები დამხობის მცდელობისგან გამიჯვნას ცდილობენ.