პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
1759846133
საერთო სახალხო პროტესტის ნაცვლად, ბაბლის პროტესტი გაიჩითა, თუ მოგება გვინდა, „ქოცები“ ჩვენკენ უნდა გადმოვიდნენ და როგორ შეიძლება, ნენსი ვოლანდისკენ „ქოცები“ გადმოვიდნენ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, პროტესტი ხელოვნურად არის მოწყობილი ისე, რომ ლიდერებს არ ბადებდეს და ნორმალური ხალხი შორდებოდეს.
„ბაბლი შეიკრა პროტესტზე, საერთო სახალხო პროტესტის ნაცვლად, ბაბლის პროტესტი გაიჩითა. როგორ შეიძლება, ამ დეგენერატებმა საერთო სახალხო პროტესტი შექმნან. ლაპარაკით უნდა შეიქმნას, ლაპარაკის გახსნით, კი, ასე ლაპარაკით, როცა სხვა არ გესმით. აქ დასვით ადამიანები, ვინც იქ დგანან და მე გაჩვენებთ, ისინი რასაც აშავებენ. „ქოცები“ უნდა გადმოვიდნენ ჩვენკენ, თუ მოგება გვინდა და როგორ შეიძლება, ნენსი ვოლანდისკენ „ქოცები“ გადმოვიდნენ? ბინძურები არიან, მართლა, დედას ვფიცავარ, თუ ბინძურები არ იყვნენ, რადგან ისინი არიან „ქოცებთან“ შეთანხმებული ჩათლახები, რომლებმაც ბაბლად აქციეს საერთო სახალხო პროტესტი, ამას როგორ ვერ ხვდები? ერთი ბაბლის პროტესტად, თან ყველაზე გოიმი, ყველაზე არაკვალიფიციური, ყველაზე უსინდისო რამდენიმე ადამიანის პროტესტად გადაიქცა ეს. როგორც „სირცხვილია“ განადგურდა, ისე უნდა განადგურდეს ეს „დაიტოვეს“ შპინგალეტები, მანამდე არაფერი გვეშველება. ვინ არის ლიდერი? როგორ შეიძლება, ერთი წელი რამეს აკეთებდე და ლიდერი არ გყავდეს, ეს იგი, ხომ არასწორია? ერთი წელი რაღაცას აკეთებ, ყოველდღე აქციაზე ხარ და ერთი ლიდერი ვერ დაიბადა, ესე იგი, ხომ არასწორი იყო ყველაფერი. ბურჭულაძე არის ლიდერი ერთი წლის ბოლოს? პროტესტი ხელოვნურად არის მოწყობილი ისე, რომ ლიდერებს არ ბადებდეს, დეგენერატები გროვდებოდეს ბოლოში და ნორმალური ხალხი შორდებოდეს. ბურჭუ დაინახეს ბოლოში, ხალხში ციხეში მიდის და თქვენ მეუბნებით, რომ ულიდერო პროტესტი ერთი წლის განმავლობაში, დეგენერატების ერთობლიობა, თურმე ყოფილა სწორი.
მე წმინდანი ვარ, პოლიტიკური წმინდანი თქვენთან შედარებით. გიჟები ხართ, არარაციონალური გიჟები. კომპრომატი დამიდეთ, 9 წელია პოლიტიკაში ვარ და ერთი ტყუილი არ მითქვამს შეგნებულად. მატყუარების გარემოცვაში ვცხოვრობ, ცხრა წელია. გეგონება, მე არ ვიცნობ იმ ხალხს, ვინც დგას, მე არ ვიცნობდე იმ კლოუნადას, რაც იქ ხდება. გინდათ, რომ ბურჭულაძე გმირად გამოიყვანოთ და ბურჭულაძისგან არ გამოვა ზვიად გამსახურდია, დამიჯერეთ.
იქ ვინც დგას, იმაზე კი არ ვამბობ, აქციის ორგანიზატორები, რომლებიც „ონერშეფს“ იღებენ ამ აქციაზე, რომლებმაც, სინამდვილეში, ნორმალური ხალხი გარეკეს აქციიდან, დარჩნენ თვითონ, თავიანთი სადაქალო, „ფრიკების“ ერთობლიობა და თქვენ გინდათ, რომ „ფრიკებით“ ბიძინას მოუგოთ. მე გეუბნებით, რომ ვერ მოუგებთ, თქვენ ხართ, სინამდვილეში, ბიძინას გაბატონების მთავარი საფუძველი ამ ქვეყანაში, თქვენი უაზრობით“, – განაცხადა ხვიჩიამ.