სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
საზოგადოება უყურებს, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი რუსთაველს კეტავს, რამდენიმე ათას თბილისის მაცხოვრებელს დისკომფორტს უქმნიან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, წარმოუდგენელია, ამას სახელმწიფო მშვიდად უყურებდეს და რეაგირება არ ჰქონდეს.
„საზოგადოება უყურებს, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც ასამდეც არ არიან, იკრიბებიან, რუსთაველს კეტავენ და ამით კონკრეტულ დღის წესრიგს ქმნიან. სხვა რამდენიმე ათას თბილისის მაცხოვრებელს დისკომფორტს უქმნიან და გადაადგილებას უზღუდავენ. წარმოუდგენელია, ამას სახელმწიფო მშვიდად უყურებდეს და რეაგირება არ ჰქონდეს. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ წესრიგი უნდა დამყარდეს. იდენტურ საქმეს ვერც ერთ ნორმალურ ქვეყანაში გააკეთებენ. დიდი რაოდენობით ადამიანი როცა იკრიბება, ლოგიკურია, მაგისტრალი თუ ქუჩა გადაიკეტოს, მაგრამ როდესაც ეს მიზანმიმართულად, მაცხოვრებლებისთვის დისკომფორტისთვის და მავნებლური ნარატივის შექმნისთვის ხდება, ეს ჩვეულებრივ „გატარაბული“ ვერ იქნება. ეს არც გამოხატვის თავისუფლებას ასახავს და არც ნორმალური აქტივიზმის ფორმებს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა