ნიკა მელია: დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს, პოლიტიკური მკაფიოობის და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დროა - რას ვაკეთებთ, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები? ამას ძალიან მკაფიოდ უნდა გაეცეს პასუხი

ნიკა მელია

დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს, პოლიტიკური მკაფიოობის და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დროა - რას ვაკეთებთ, - განაცხადა „ახალის“ წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან.

„დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს და პოლიტიკური მკაფიოობის დროა. დროა ყველა კითხვაზე მკაფიო პასუხის გაცემისა, კერძოდ რას ვაკეთებთ - შევდივართ თუ არა ფარსში სახელად ადგილობრივი არჩევნები? ორაზროვნება და ბუნდოვანება წინააღმდეგობრივ მოძრაობას ძალიან ასუსტებს“, - აღნიშნა მელიამ.

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობა“ და გვარამია-მელიას პარტია ირწმუნებიან, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და ამასვე მოუწოდებენ მათ დანაყოფებს. საკითხზე „ლელოს“ პოზიცია ბუნდოვანია. გახარია კი არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.