ევროვიზია 2025 - ცნობილია, რომელ ქვეყანას დაუწერა საქართველომ 12 ქულა
1747522028
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამიას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"ნიკა გვარამია თავისუფლებისთვის ბრძოლის, შეუპოვრობის, მოუსყიდლობისა და გამბედაობის სიმბოლოა. მისი "განაჩენი" სინამდვილეში საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია. ეს რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა.
ქართველი ხალხი აუცილებლად გაითავისუფლებს თავს და გაათავისუფლებს ნიკასაც. საქართველო იქნება თავისუფალი და წარმატებული ევროპული ქვეყანა.
ახლა, როგორც არასდროს, ყველა უნდა გაერთიანდეს და ჩვენი წვრილმანი განსხვავება გავწიოთ გვერდით. გამარჯვების ერთადერთი რეცეპტი არის ერთობა. ახლა ცხვირის ჩამოშვების დრო კი არა, ბრძოლის დროა!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.