"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
საქართველო და ევროკავშირი ერთად უზრუნველყოფენ მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან. ვაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას. საქართველო მუშაობს 12 რეკომენდაციის დასრულებაზე და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს. საქართველო და ევროკავშირი ერთად უზრუნველყოფენ მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Productive meeting w/ @eucopresident. We continue strengthening our relations. 🇬🇪 is committed to finalizing 12 recommendations and deserves candidate status this year. Together 🇬🇪🇪🇺 will promote peace, democracy & economic growth in the region. pic.twitter.com/RorLO67WG9
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) April 25, 2023