სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1747394333
მომხრე ვარ, რომ პაატა ბურჭულაძემ, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, ტელეფონებით პარალელური არჩევნები ჩაატაროს. არ მგონია, მათ ბოლომდე ესმოდეთ, რას საუბრობენ და რას აკეთებენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ზიზღსა და ბოღმას თავის დროზე USAID-ი აფინანსებდა, ახლა კი ამას ევროკავშირი აკეთებს.
„მომხრე ვარ, რომ პაატა ბურჭულაძემ, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, ტელეფონებით პარალელური არჩევნები ჩაატაროს. ალბათ ცალკე ტელეფონების განყოფილების უფროსს დანიშნავენ, რომ გადაამოწმონ, ვინ ვის დაუჭირა მხარი. საინტერესოა, როგორ ჩაატარებს ბურჭულაძე არჩევნებს ტელეფონით და „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიებთან ერთად, ამ არჩევნებში როგორ მიიღებენ მონაწილეობას? ალბათ შემდეგ შედეგებზე პრობლემა ექნებათ. ალბათ იმასაც მნიშვნელობა ექნება, ვინ რომელი ტელეფონით დარეკა. ბურჭულაძემ როგორც „იავნანაში“ გაართვა თავი, აქაც ასე გაართმევს თავს.
არ მგონია, მათ ბოლომდე ესმოდეთ, თუ რას საუბრობენ და რას აკეთებენ. ეს იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე ზიზღსა და ბოღმაში არიან. ამ ზიზღსა და ბოღმას ევროკავშირი აფინანსებს. თავის დროზე USAID-ი აფინანსებდა. შეიძლება ბურჭულაძეს ზიზღსა და ბოღმაში არ ესმოდეს ის, რომ არჩევნები ტელეფონებით ვერ ჩატარდება. საღად მოაზროვნე ადამიანი არათუ ამას არ იტყვის, არამედ არც იმას იტყვის, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს, რადგან ამის არანაირი საფუძველი არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ არსებობს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ გუშინ განაცხადა, რომ ტელეფონებით ალტერნატიული არჩევნების ჩატარებას სექტემბერისთვის ვარაუდობს.