მიხეილ სარჯველაძე ბუდაპეშტში ვიზიტზე: საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის, რაც შეიძლება მეტად ინტენსიფიკაცია იმისთვის, რომ ორმხრივად საინტერესო შესაძლებლობები უფრო კარგად წარმოჩინდეს

სტამბოლში გამართულ ოჯახის საერთაშორისო ფორუმზე, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვიდა

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის, რაც შეიძლება მეტად ინტენსიფიკაცია იმისთვის, რომ ორმხრივად საინტერესო შესაძლებლობები უფრო კარგად წარმოჩინდეს და რაც შეძლება სწრაფად მოჰყვეს ამას კონკრეტული შედეგები, რომელსაც ხელშესახები რეზულტატების სახით იგრძნობს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, - განაცხადა უნგრეთში, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით მყოფმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო მიმართულებით აქვს მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობები, როგორც ფარმაცევტიკის მიმართულებით, ისე სამეცნიერო კვლევით მიმართულებით უნგრეთს და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობები აქვს ამ ქვეყანას და იქნება ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო.
არაჩვეულებრივი დახვედრა არაჩვეულებრივი მასპინძლობა აჩვენა უნგრულმა მხარემ. რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სექტორული მიმართულებით ჩარჩო მემორანდუმის არსებობა არის გზამკვლევი, პრაქტიკულად ყველა კარის გამხსნელი შესაძლებლობა, რომელიც გაცილებით ამარტივებს ნებისმიერი კარის გაღებას ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვია.

ქართველ კოლეგას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები შედგება ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის.