ავარია ჭავჭავაძეზე - ერთმანეთს ორი მოტოციკლი შეეჯახა
1746014361
მე, როგორც საქართველოს სამხედრო ძალებისუმაღლესი მთავარსარდალი ამაყი ვარ, რომ ჩვენიჯარისკაცები ყოველთვის გმირულად და ვაჟკაცურადიცავდნენ და იცავენ სამშობლოს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს სამხედროებს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვთ შეტანილი გლობალური მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. საქართველოს მთავრობა თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე მუდმივად ზრუნავს და ამ საქმეში განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, გენერალიტეტს და თითოეულ თანამშრომელს.
ჩვენო გმირო სამხედროებო, თქვენ ხართ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და ის საფუძველი, რომელზეც უნდა ავაშენოთ ძლიერი და მშვიდობიანი მომავალი. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ძალა, სიმტკიცე და გამარჯვება! თქვენს ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი და მტკიცედ მჯერა, რომ ერთად, ერთიანი ძალებით, ღირსეულად შევძლებთ ჩვენი სამშობლოს დაცვას და კიდევ უფრო გაძლიერებას!" - განაცხადა პრეზიდენტმა.