ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
ძალიან კარგი გამომსვლელები გვყავდა შეხვედრაზე საქართველოდან და ევროკავშირიდან. ვიმსჯელეთ ასოცირების ხელშეკრულებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობაზე და ოკუპაციაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ევროკავშირი ყოველთვის ღიაა და მოწადინებულია საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავოს და ამაზე კითხვა არ არსებობს. ყველაფერი საქართველოს ხელშია. ჩვენ მზად ვართ და მოხარულები ვართ პარტნორობით, ინტენსიური მუშაობით, ერთად მიზნების მისაღწევად. ჩვენ ვხედავთ ახალ სფეროებს თანამშრომლობისთვის, ისეთი როგორიცაა ციფრული თანამშრომლობა. ჩვენ პარტნიორობას და მეგობრობას ლიმიტი არ აქვს“, - აღნიშნა კალიურანდმა.