„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ევროპის სახალხო პარტიიდან, რომლის წევრიც არის ნაციონალური მოძრაობა, ვხედავთ ისევ ორმაგ სტანდარტებს, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა.
„ის რაც დაგმობილი და შემაშფოთებელი იყო - საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები გამჭვირვალობის მიმართულებით, ახლა უკვე თავად ითხოვენ ამას და არა მხოლოდ ითხოვენ, არამედ გამოძიებასაც მოითხოვენ. EPP-ის პარლამენტის წევრი ასევე ამბობს, რომ დიდი ხანია უკვე სამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო სექტორმა დაკარგა თავისი ძირეული მნიშვნელობა და ისინი იქცნენ ერთგვარ პოლიტიკურ ლობისტებად. ეს მათ საბიუჯეტო საფინანსო გამოძიების საფუძველზე დაადგინეს“, - განაცხადა ლაშხმა.
ევროპის სახალხო პარტია, რომელიც საქართველოს გამჭვირვალობის კანონის გამო აკრიტიკებდა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა და საქმიანობის გამჭვირვალობას ევროპაში თავად ითხოვს.