1749577630
მაკა ბოჭორიშვილი: უნგრეთი უმასპინძლებს საქართველოს მთავრობის ყველა წევრს, ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირების გასამყარებლად

უნგრეთი უმასპინძლებს საქართველოს მთავრობის ყველა წევრს, ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირების გასამყარებლად და საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ყველა მიმართულებით გვქონდეს დიალოგი ჩვენს პარტნიორთან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი სამიტის პირველი შეხვედრა საქართველოში გაიმართა.
„უნგრეთში გაიმართება საქართველოსა და უნგრეთის მორიგი სამთავრობო სამიტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, პირველ რიგში ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირების გასამყარებლად და რა თქმა უნდა, საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ყველა სექტორში, ყველა მიმართულებით გვქონდეს დიალოგი ჩვენს პარტნიორთან და ამ დიალოგის ფარგლებში გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გავაკეთოთ ორივე ქვეყნისთვის ბევრი საინტერესო პროექტი, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.