„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
სახელმწიფო ინსტიტუტებზე როდესაც ხდება თავდასხმა და ამას არ დაერქმევა თავისი სახელი და არ იქნება შეფასებული ისე, როგორც უნდა შეფასდეს, ეს შეიძლება განვიხილოთ ირიბ წახალისებად იმ მოვლენების, რა მოვლენებიც ტრიალებს საქართველოში, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, უნდა მოხდეს 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ობიექტური შეფასება, რის გამოც მოხდა ელჩების საგარეო უწყებაში დაბარება.
„სახელმწიფო ინსტიტუტებზე როდესაც ხდება თავდასხმა, როდესაც ჩვენ გვესმის პირდაპირი მოწოდებები არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დამხობისკენ, როდესაც ქუჩაში ხდება თავდასხმები ჟურნალისტებზე და პოლიციელებზე და ამას არ დაერქმევა თავისი სახელი და არ იქნება შეფასებული ისე, როგორც უნდა შეფასდეს, როგორც ჩვენ ვიხილეთ, რა თქმა უნდა ჩვენ ეს შეიძლება განვიხილოთ ირიბ წახალისებად სწორედ იმ მოვლენების, რა მოვლენებიც ტრიალებს საქართველოში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გაიმართა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ელჩების დაბარება მოხდა არა იმისთვის, რომ მათთვის საყვედური ეთქვათ, არამედ იმ მიზეზით, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაცია მიეწოდებინათ.