წვიმა და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო უახლესი დღეების პროგნოზს აქვეყნებს
1749617423
დღეს მილანში გაიმართება საქართველოს გენერალური საკონსულოს ინაუგურაციის ცერემონია. უკვე რამდენიმე ხანია, მუშაობს მილანში გენერალური საკონსულო, რომელიც ჩრდილოეთ იტალიის რვა რეგიონს ფარავს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება ის სერვისები, რასაც საკონსულო აკეთებს.
„ჩრდილოეთ იტალია მნიშვნელოვანი რეგიონია ეკონომიკურად, კულტურულად, ეს არის ერთგვარი დიპლომატიური ცენტრიც, მილანში ძალიან ბევრი ქვეყნის გენერალური საკონსულოა განლაგებული, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს წარმოდგენილი, რაც შეუწყობს ხელს, პირველ რიგში, იტალიასთან ურთიერთობების გაძლიერებას, გაღრმავებას, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული და პოლიტიკური კუთხით. ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ის სერვისი, რასაც საკონსულო აკეთებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.