საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება - მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი
1788788160
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან, სიმეონ ცომოკოსთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ფორუმის მნიშვნელობა და მისი როლი პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ საერთაშორისო დიალოგისა და მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის მიმართულებით. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს. აღინიშნა ქვეყნის ეკონომიკური, სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი და საქართველოს როლი რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების თვალსაზრისით.