სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეკრება ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ მათთვის სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა 4 ოქტომბრის არჩევნებთან და თბილისში ამ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, მათ მიეწოდათ ის ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ იხილა პირდაპირ ეთერში.
„ელჩებს ინფორმაცია მიეწოდათ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებებზეც. საუბარი შეეხო გამოხმაურებებს, რაც მოვისმინეთ საერთაშორისო თანამეგობრობისა და აქტორების მხრიდან, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, არასწორად ასახავს განვითარებულ მოვლენებს, ქმნის მცდარ აღქმებსა და წარმოდგენებს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენთვის აუცილებელია, საქართველოში განვითარებული პროცესები ობიექტურად შეფასდეს და სამართლიანი განცხადებები გაკეთდეს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩები საყვედურისთვის არ დაუბარებიათ.
„ძალიან ნათელი და მზიანი დღე იყო 4 ოქტომბერი საქართველოში, ნამდვილად არ იყო შავი დღე, პოლიტიკურადაც მზიანი ამინდი იყო. ის განცხადებები, რომლებიც კონკრეტული პირებისგან მოვისმინეთ და რომელიც რამდენიმე ქვეყნის მიერ იყო გაზიარებული, არასწორად ასახავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია, დავიბარეთ იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.