მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე, ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებზე, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროპული ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსების კრიტიკულ განცხადებებზე გაცემული პასუხები არ წარმოადგენს ანტიდასავლურ ან ანტიევროპულ რიტორიკას. მისი განმარტებით, ეს არის რეაგირება იმ განცხადებებსა და ქმედებებზე, რომლებიც დეზინფორმაციის შემცველია და მიმართულია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„არანაირი ანტიდასავლური ნარატივი არ არსებობს და არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს. არსებობს პასუხები იმ თავდასხმებზე, რომელსაც იღებს საქართველოს ხელისუფლება და ქართული სახელმწიფო და ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ გარკვეული პოლიტიკური პასუხი გაეცეს იმ სიცრუეს და იმ დეზინფორმაციას, რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში ევროპარლამენტის რეზოლუციებში, განცხადებებში და ასე შემდეგ,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში გამართული საპროტესტო აქციებისა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე დემონსტრაციების შეფასებისას ერთიანი სტანდარტის გამოყენების აუცილებლობაზე. მისი განცხადებით, დაუშვებელია მსგავსი მოვლენების მიმართ განსხვავებული მიდგომების გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას. მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში სხვადასხვა ფაქტისა და მოვლენის დამახინჯებული ინტერპრეტაცია შემდგომში ქვეყნის წინააღმდეგ პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად გამოიყენება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტას და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკას, გამოყენებულ ინსტრუმენტებს დღემდე არანაირი დადებითი შედეგი არ მოუტანია. მისი განცხადებით, დიალოგის შეწყვეტით ევროკავშირის ინიციატივით შეჩერდა თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომლებიც ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი იყო.
„არაფერი შედეგი არ მოუტანია ამ დრომდე იმ დამოკიდებულებას, რა დამოკიდებულებაც დღეს არსებობს ბრიუსელში საქართველოსთან მიმართებაში, რა შედეგი შეიძლებოდა მოეტანა გაბუტვის პოლიტიკას და პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტის პოლიტიკას,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, არ მოქმედებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატები, მათ შორის, ასოცირების საბჭო და ასოცირების კომიტეტი, რომელთა ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე მიმდინარეობდა პოლიტიკური და ინსტიტუციური დიალოგი. მისი თქმით, აღნიშნული ფორმატები არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მათი მუშაობა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეჩერდა.