მაია ბითაძე: თვითმმართველობის არჩევნებსა და საპარლამენტო არჩევნებს შორის განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ ჩვენი ოპოზიცია კვლავ განაგრძობს იგივე მეთოდით საქართველოსთან ბრძოლას, რომელშიც გასულ წელს ძალიან მწარედ დამარცხდნენ

გარემო

წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და გასული წლის საპარლამენტო არჩევნებს შორის ყველაზე მკაფიო განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ, როგორც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ისე სამწუხაროდ ჩვენი ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორი კვლავ განაგრძობს იგივე მეთოდით საქართველოს მოსახლეობასთან და საქართველოსთან ბრძოლას, რომელ ბრძოლაშიც ისინი გასულ წელს ძალიან მწარედ დამარცხდნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას.

„ერთი და იგივე სცენარი არ შეიძლება ხალხს და სახელმწიფოს მოახვიო რამდენჯერმე და რაიმე იმედი გქონდეს წარმატების. ამ ფონზე ისიც თვალნათელია, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აქამდეც სულს ღაფავდა, პოლიტიკური სიკვდილის პირასაა და ის ერთჯერადი განცხადებები ზოგიერთი ევრო ბიუროკრატის მხრიდან აცოცხლებს და დღის წესრიგიდან ჩამოსვლის საშუალებას არ აძლევს ჩვენს გასაწყლებულ რადიკალურ ოპოზიციას, რომლებიც არა თუ დაიქსაქსნენ, არამედ აბსოლუტურად გაფანტეს და გააუფასურეს ის მცირე ნდობაც კი, რაც მათ მიმართ ჰქონდა ამომრჩეველს, რომ არაფერი ვთქვათ ევრო ბიუროკრატების მხრიდან მათი დახმარებისთვის გამოთქმულ მოსაზრებებსა და სხვადასხვა განცხადებებზე, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ნდობას ევროპული ინსტიტუტების მიმართ.

სასტარტო პირობებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ რომ ძალიან დიდი უპირატესობით არის, ეს ძალიან თვალნათელია, იგრძნობა განწყობა მოსახლეობაში და მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს დღემდე ძალიან მიკვირს რატომ ვერ გაიგო ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, რომ ამ გაცვეთილი მეთოდებით საქართველოს მოსახლეობასთან ბრძოლა მათ დადებით შედეგს არ მოუტანს. კიდევ უფრო მაოგნებს ევრო სტრუქტურების ზოგიერთი წარმომადგენლის დამოკიდებულება ჩვენი ერისადმი. ვერ ხვდებიან, რომ რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერით ისინი მხოლოდ ზიანს აყენებენ ევროსტრუქტურებს. არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის თვალში, არამედ ყველა იმ კანდიდატი სახელმწიფოს მოსახლეობის თვალში, რომლებისთვისაც ევროკავშირში წევრობა იყო და რჩება მთავარ საგარეო პრიორიტეტად“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.