„20 წუთამდე გრძელდებოდა სეტყვა და ქარი...“ - ძლიერი სტიქია კახეთში
1757579911
გამართლდა ჩვენი მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „მეგობარი აქტი“ დღის შუქს ვერ ნახავდა, რაც სასიხარულოა, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.
ბითაძის თქმით, ამგვარი აქტის მიღება დააზიანებდა საქართველოს მოსახლეობის ნდობას ამერიკის და იმ ღირებულებების მიმართ, რაზედაც ეს სახელმწიფოა აგებული.
„განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, მათ შორის ევროპარლამენტში იმ პოლიტიკოსთა რაოდენობა იმატებს, რომლებიც კარგად ხედავენ, რა უსამართლო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ ზოგიერთი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო. გამართლდა ჩვენი მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „მეგობარი აქტი“ დღის შუქს ვერ ნახავდა. ეს სასიხარულოა იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი აქტის მიღება დააზიანებდა საქართველოს მოსახლეობის ნდობას ამერიკის და იმ ღირებულებების მიმართ, რაზედაც ეს სახელმწიფოა აგებული. საბედნიეროდ, ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის დასრულდა პროცესი, რაზეც პიარკამპანია ჰქონდათ აგებული მავნებლებს, რომლებიც რადიკალებიდან ფაშისტებად მოგვევლინენ. რაც მოხდა, კარგი და წინ გადადგმული ნაბიჯია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ცნობისთვის, დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა: „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს“, რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება. „მეგობარი აქტის“ ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო“.