1749577630
ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციას საგარეო უწყების სტრუქტურული ერთეული, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი განახორციელებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ის ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციას საგარეო უწყების სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი განახორციელებს.
შესაბამისი ცვლილებები „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ კანონში შედის.
პირის საკონსულო თანამდებობაზე დანიშვნის ერთ-ერთი მოთხოვნაა, გავლილი ჰქონდეს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სპეციალური სასწავლო პროგრამა და მიღებული ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი, თავად მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლისა და სერტიფიკატის მიღების ვალდებულებით ნაცვლდება.
პროექტის თანახმად, კანონიდან სსიპ – საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი ამოღებულია.
ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური სასწავლო პროგრამის ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას ახორციელებდა. ცვლილებით კი, აღნიშნულ ფუნქციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი შეასრულებს.
„აღნიშნული ცვლილების შემუშავების საჭიროება დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმის პროცესთან, რომლის დასრულების შემდგომ სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობა იცვლება და სამინისტროს ახალი სტრუქტურა მიიღება. სპეციალური სასწავლო პროგრამის ორგანიზებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.