2 მაისს დედამიწას Kp 6 დონის, ძლიერი გეომაგნიტური შტორმი დაფარავს
1746131606
ერთი შეხედვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქალბატონი, ისევე როგორც მისი რამდენიმე კოლეგა ევროპარლამენტიდან, დიდი ხანია გასული არიან რაციონალური ჩარჩოდან, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა რასა იუკნევიჩიენეს განცხადების კომენტირებისას.
„იმას თუ გავითვალისწინებთ, თუ რა ფიქრები და ავი მიზნები აქვთ მათ საქართველოსთან დაკავშირებით, ყველაფერი იქნება ძალიან ცალსახა. ამიტომ ჩვენ არ გვიკვირს არც მათგან და არც საქართველოში მათი უშუალო განმახორციელებლებისგან, ის სიტყვები, რადიკალიზმით და სიძულვილით გაჟღენთილი რიტორიკა, რასაც ვისმენთ ხოლმე თვიდან თვემდე და კვირიდან კვირამდე“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები ფაშისტური განცხადებების ზღვარს მიუახლოვდა - ეს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებაა ლიეტუველი ევროპარლამენტარის გამოსვლაზე, რომელმაც თქვა, რომ ევროპის კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება, იმათი ხელით, ვინც ქართულ ოცნებას ხმა მისცა.