ლევან მახაშვილი და არჩილ გორდულაძე რუმინეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ

ლევან მახაშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე რუმინეთის სენატის წევრს, რუმინეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ კრისტიან-ავგუსტინ ნიკულესკუ-ცაგარლაშს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო რეგიონში შუა დერეფნის როლის მნიშვნელობასა და აღნიშნულთან დაკავშირებით ორი სახელმწიფოს ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დაეთმო.

აღინიშნა, რომ საქართველო მტკიცედ აგრძელებს ეკონომიკური, საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას, რათა 2030 წლისთვის მზად იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის.

შეხვედრისას ქართულმა მხარემ საქართველოსთვის რუმინეთთან პარტნიორობის გაღრმავების განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ახალი შესაძლებლობების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.