თქვენს მიერ არჩეული სურათი ბავშვობის ტრავმას გამოავლენს - ფსიქოლოგიური ტესტი
1762094261
ამ პერიოდამდე ჩვენ ვხედავდით როგორ ამუნათებდა ჩეხეთის ხელისუფლება საქართველოს, სანქციებსაც კი უწესებდა საქართველოს წარმომადგენლებს იმის გამო, რომ ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ჩეხეთი უკვე მერამდენე ევროკავშირის ხელისუფლებაა, რომელიც აპირებს თვითონ გახდეს ფლაგმანი გამჭვირვალობის და თავადაც მიიღოს მსგავსი კანონმდებლობა.
„ამ პერიოდამდე ჩვენ ვხედავდით როგორ ამუნათებდა ჩეხეთის ხელისუფლება საქართველოს. სანქციებსაც კი უწესებდა საქართველოს წარმომადგენლებს იმის გამო, რომ ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვა. უფრო მეტიც, ევროკავშირმა საქართველოსთან ურთიერთობები გაყინა გამჭვირვალობის კანონის გამო. დღეს ჩეხეთი უკვე მერამდენე ევროკავშირის ხელისუფლებაა, რომელიც აპირებს თვითონ გახდეს ფლაგმანი გამჭვირვალობის და თავადაც მიიღოს მსგავსი კანონმდებლობა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
მისივე განცხადებით, ეს მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებულ სიყალბეზე.
„ასევე მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობები იცვლებიან, მიდიან მოდიან. მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები. მთავრობები იცვლებიან, მაგრამ ჩვენი საზოგადოება დაცული უნდა იყოს გარე მავნე ჩარევებისგან“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ორმაგი სტანდარტის მორიგი მაგალითი. ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო აკრიტიკებდა. დღეს კი ჩეხეთმა პროგრამა დაამტკიცა რომელიც, სწორედ სუვერენიტეტის შენარჩუნებას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობოების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.