ლევან მაჭავარიანი: ყველა კუთხით იქნება გაასმაგებული ყურადღება ამ მიმართულებით, რომ ვერავინ ისარგებლოს ნარკოტიკული ნივთიერებით, როდესაც მას ეს ფიზიკურად არ სჭირდება

ლევან მაჭავარიანი

პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა. საუბარია ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებსა და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტზე. კომენტარი ამ თემაზე პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გააკეთა.

„ყველა კუთხით იქნება გაასმაგებული ყურადღება ამ მიმართულებით, რომ ვერავინ ისარგებლოს ნარკოტიკული ნივთიერებით, როდესაც მას ეს ფიზიკურად არ სჭირდება. როდესაც მას ეს ფიზიკურად არ სჭირდება. როგორი ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ნარკორეალიზატორების მიმართ, ამას კარგად ატყობთ. დღე არ იწყება ისე, რომ რამდენიმე მსხვილი ნარკორეალიზატორი არ იყოს დაკავებული“, - განაცხადა მაჭავარიანმა.