„პრაიმ ჰაუსის“ ცნობილი წყვილი დაშორდა
1753732640
ცესკომ მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე. იყო უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნები. შესაბამისად, ცესკოს მიმართაც ეს ნდობა არ არის გასაკვირი, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „გორბის“ კვლევებს, რომლის მიხედვითაც ცესკოს მიმართ მოსახლეობის ნდობა გაზრდილია.
მისი თქმით, ეს შედეგი განაპირობა მაღალ დონეზე ჩატარებულმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა და ასევე, იმ სიცრუის კამპანიამ, რომელსაც ოპოზიცია აწარმოებდა გაყალბებასთან დაკავშირებით და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
„ცესკოსთან მიმართებაში ნდობა, რომ ასეთი მაღალია, რა მიზეზებსაც შევეხე, რის გამოც ოპოზიციის რეიტინგი არის შემცირებული ერთ-ერთი იყო ჩემი ჩამოთვლილი მიზეზებიდან, რომ ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, რომ არჩევნები იყო გაყალბებული. ძალიან ბევრი დრო გავიდა, ვერავინ ვერანაირი მტკიცებულება ვერ დადო. მაგიტომ მოვიშველიე ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ ამ შედეგებში ასახული იყო ამომრჩევლის ნება, ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, სადაც ხაზგასმულია, რომ ცესკომ მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე და არჩევნები იყო კონკურენტული. იქიდან გამომდინარე არის, რომ ეს ნდობა გაძლიერებულია, რომ აბსოლუტურად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი და გარე აქტორები საუბრობდნენ რომ ეუთო/ ოდირი იქნებოდა მათი საყრდენი. ყველა ოპოზიციონერი საუბრობდა, რომ ამ ტექნოლოგიით არჩევნების გაყალბება იყო შეუძლებელი. ის რაღაც ზღაპრები ასიათას პირადობა ჩამორთმეულ ადამიანზე, ბატონი ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველი, რომელიც სამწუხაროდ ძირითადად ჩვენი კრიტიკით არის დაკავებული მანაც განაცხადა, რომ ფიზიკურად ერთი ადამიანი მოვიდოდა ჩემამდე, თუ ასიათასი ადამიანი პირადობის გარეშე დარჩაო. ის აუდიტი, რომელიც მოწვეული იყო, ამერიკული კომპანია, ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი, რომელმაც სამი ფაზა აუდიტი ჩატარდა და გამორიცხა სიების დუბლირება. ანუ აბსოლუტურად ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ცესკომ მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე. იყო უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნები. შესაბამისად, ცესკოს მიმართაც ეს ნდობა არ არის გასაკვირი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.
საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).
წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.
სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.