1753735351
ლევან მაჭავარიანი: მთელი გუნდისთვის კახი კალაძე არის უალტერნატივო

კანდიდატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ პარტიას რომ ამხელა რეიტინგი აქვს რა თქმა უნდა კანდიდატს ზურგს უმაგრებს, მაგრამ მეორე მხრივ, კანდიდატმა ასევე ზურგი უნდა გაუმაგროს პარტიას, ვინაიდან ეს არის კონკრეტულად მერის და საკრებულოს არჩევნები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას - „როგორ ფიქრობთ ამ არჩევნებზე კანდიდატს ექნება მთავარი გადამწყვეტი ფუნქცია, როლი თუ მმართველი პარტია იქნება მთავარი ფაქტორი, რამაც შეიძლება მოუტანოს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება?“
„პარტიაც განმსაზღვრელია ამის და მერობის კანდიდატიც და ვადასტურებ, მთელი გუნდისთვის ბატონი კახი კალაძე არის უალტერნატივო. რა თქმა უნდა ქალაქის მერი უნდა იყოს ის, ვინც ყველაზე კარგად გაართმევს თავს ქალაქის პრობლემებს, ვინაიდან ეს არის მუნიციპალური არჩევნები, აქ ნაკლებად არის პოლიტიკური თემები და უფრო არის საყოფაცხოვრებო თემები, რაც პირდაპირ კავშირში არის ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან და ამ შემთხვევაში კანდიდატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ პარტიას ამხელა რეიტინგი აქვს და რა თქმა უნდა კანდიდატს ზურგს უმაგრებს, მაგრამ მეორეს მხრივ კანდიდატმა ასევე ზურგი უნდა გაუმაგროს პარტიას, ვინაიდან ეს არის კონკრეტულად მერის და საკრებულოს არჩევნები“, - განაცხადა მაჭავარიანმა.