„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი რუპორი ქალბატონი გულდაწყვეტილია, რომ მსხვერპლი არ იყო, სისხლი არ იყო და დუღილის ტემპერატურამ არ აიწია, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი თსუ-ს პროფესორის, ფსიქოლოგ მარინე ჩიტაშვილის მიერ, 4 ოქტომბრის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას აფასებს.
„მრავალი წელია ვსაუბრობთ, რომ მათთვის [ოპოზიციისთვის] მნიშვნელოვანია მსხვერპლი. პარალელს გავავლებდი ლორა თორნტონის განცხადებასთან, რომელიც „მაკკეინის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია, რომლის სტიპენდიატიც ქალბატონი ზურაბიშვილი გახლავთ. თორნტონმა პირდაპირ გაიდლაინი გადასცა ოპოზიციას 2024 წლის არჩევების წინ, სადაც გაწერილი იყო თუ როგორ უნდა გადაეყვანათ საპროტესტო აქციები სამოქალაქო დაპირისპირებაში. ნოემბრის აქციების შემდგომ ამ ქალბატონმა ვერ დამალა თავისი აღშფოთება და დაპოსტა, რომ იმედგაცრუებული იყო, რომ მსხვერპლი არ მოჰყვა ამ ყველაფერს და სიტუაცია არ დაიძაბა. ზუსტად ანალოგიურს ვადევნებთ ახლა თვალყურს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი რუპორისგან, ქალბატონისგან, რომელიც გულდაწყვეტილია, რომ მსხვერპლი არ იყო, სისხლი არ იყო და დუღილის ტემპერატურამ არ აიწია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.