ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
ხაზარაძისგან ტყუილებს მიჩვეულები ვართ. ქართულმა სასამართლომ იგი ამხილა თაღლითობაში ბატონ [ბადრი] ჯაფარიძესთან ერთად, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.
„ხაზარაძისგან ტყუილებს მიჩვეულები ვართ. ქართულმა სასამართლომ იგი ამხილა თაღლითობაში ბატონ [ბადრი] ჯაფარიძესთან ერთად და შემდეგ „თიბისი ბანკს“ მოუწია ჯარიმის გადახდა სამი მილიონი დოლარის ოდენობით, ვინაიდან გააქრეს 17 მილიონი. ამის შემდეგ წააგეს დავა საქართველოს წინააღმდეგ პარიზის, ვაშინგტონის საარბიტრაჟოებში, სადაც აქეთ დააკისრა თანხების გადახდა ჩვენი ბიუჯეტის სასარგებლოდ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ანაკლიის პროექტის ჩაგდებისა და ორი საერთაშორისო არბიტრაჟის წაგების მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე კვლავ ანაკლიის პორტის აშენებაზე საუბრობს:
„ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა, ანაკლიის პორტის და ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობაც ამით იყო განპირობებული. დღესაც მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული“.