ჯასტინ ტიმბერლეიკი თბილისში გამართულ კონცერტზე კომენტარს აკეთებს
1753639980
ძალიან დაუნდობელ ბრძოლას ვაცხადებთ ნარკორეალიზატორების მიმართ და კანონი მკაცრდება. ძალიან ხშირ შემთხვევაში მათ მოუწევთ უვადო პატიმრობაც, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„პრევენციული ხასიათის კანონია, ვინაიდან ძალიან ბევრ ნარკორეალიზატორს, ე.წ. ბარიგას შეეშინდება და შეიცვლის პროფესიას. ეს არის სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინაშე, არამედ ზოგადად მსოფლიოს წინაშე“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
პარლამენტმა, ნარკოპოლიტიკაზე გამკაცრებული კანონმდებლობა დაამტკიცა. განხილვები დასრულებულია. გამკაცრებული სასჯელი და ახალი რეგულაციები ძირითადად ეხება ნარკორეალიზატორებს. კანონპროექტი პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.