1761855398
ლევან მაჭავარიანი: ჩვენთვის ახალი ნამდვილად არ არის, რომ გერმანიის ელჩს რადიკალურ ოპოზიციასთან შეხვედრები ჰქონდა. შეხვედრები კი არა, სინქრონში მოქმედებდნენ
 
                                                                პასუხები იყო ძალიან ბუნდოვანი. ჩვენთვის ახალი ნამდვილად არ არის, რომ გერმანიის ელჩს რადიკალურ ოპოზიციასთან შეხვედრები ჰქონდა. შეხვედრები კი არა, სინქრონში მოქმედებდნენ, სანამ გაიწვევდნენ კონსულტაციებზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
ამასთან, დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის მთავრობამ უარყო, რომ პეტერ ფიშერს მამუკა ხაზარაძისგან ბინა ჰქონდა ნაქირავები.
„რაც შეეხება იმას, თითქოს მას ბატონი მამუკა ხაზარაძისგან რეზიდენცია ნაქირავები არ აქვს, ყველამ ვიცით, გასაჯაროვდა ეს ინფორმაცია და თავადაც დაადასტურეს. როდესაც ასეთ პასუხებს ვიგებთ, რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი ეჭვის შეტანის საფუძველი არის ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იმ ქმედებებში, რა ქმედებებსც ჩადიოდა გერმანიის ელჩი წლების განმავლობაში საქართველოში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
რისთვის იხარჯება გერმანელების ფული საქართველოში - მერცის მთავრობა ინფორმაციას საკუთარ ქვეყანასაც უმალავს და ქართულ საზოგადოებასაც.
გერმანული პარლამენტიდან გაგზავნილ კითხვებს, მთავრობამ არასრულად უპასუხა. აღიარეს, რომ საქართველოში მოქმედ არასამთავრობოებს აფინანსებენ, თუმცა დეტალები არ გაასაჯაროვეს.
 
                                                     
                                                     
                                                    









