ახმეტაში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც
1749478591
ოპოზიციაში ლატვიაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობენ და აცხადებენ, ტექნიკური ხარვეზებისგან დაზღვეული არავინაა. მათივე თქმით, ლატვია დემოკრატიული სახელმწიფოა და არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, მისი და საქართველოს შედარება არასწორია.
"ლატვიაში არსებობს დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღე. ლატვიაში როდესაც ხდება რაიმე სახის ხარვეზი, იქვე ადასტურებენ ამ ხარვეზს და ხდება აღმოფხვრა. ლატვიაში ამავდროულად არის თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებელი ინსტიტუციები და თუ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, თვითონ ხელისუფლების მხრიდან კეთდება კომენტარები.
ადამიანებს აქვთ უფლება და იმის თავისუფლება, რომ მოიპოვონ რეალურად სამართლიანი გადაწყვეტილება, ამიტომ ორმაგ სტანდარტს მე აქ ვერ ვხედავ. საქართველოში ინსტიტუციები არ არის თავისუფალი," - აღნიშნა ლანა გალდავამ.
ლატვიის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ციფრული განვითარების სააგენტომ საარჩევნო პროცესის ორგანიზება ვერ შეძლეს. მუნიციპალურ არჩევნებზე, ხმის მთვლელ მანქანებს პრობლემა შეექმნა და ბიულეტენები ხელით დათვალეს. ამ მიზეზით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დროებით პროცესი შეჩერდა.