„რეკრეაციულ ზონაში სახელმწიფო მიწის მიტაცების კიდევ ერთი ფაქტი აღიკვეთა“ - თბილისის მერია
1749481033
ლატვიაში ჩატარებული არჩევნები და პოლიტიკური შეფასებები თბილისში. ლატვიის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ციფრული განვითარების სააგენტომ საარჩევნო პროცესის ორგანიზება ვერ შეძლეს. მუნიციპალურ არჩევნებზე, ხმის მთვლელ მანქანებს პრობლემა შეექმნა და ბიულეტენები ხელით დათვალეს. ამ მიზეზით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დროებით პროცესი შეჩერდა.
"ქართულ ოცნებაში" იხსენებენ ოფიციალური რიგის განცხადებებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც ქვეყანას არჩევნების შედეგების გაყალბებას, მათვე თქმით, არგუმენტების გარეშე აბრალებდნენ, რეალურად კი გაირკვა, რომ საარჩევნო პროცესის ორგანიზება თავად ვერ შეძლეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მზად არიან ლატვიას გამოცდილება გაუზიარონ.
"ლატვიას ბევრი რამე უნდა ვუთხრათ ჩვენ სამართლიანად, რაც ეკუთვნის. გახსოვთ თქვენ, რომ არჩევნების ჩატარების შემდგომ, როგორ გვამუნათებდნენ, გვაშავებდნენ. ახლა, რა ხდება დებო და ძმებო, იქ, თქვენთან? - ადგილობრივ არჩევნებში გაჭედა საარჩევნო მექანიზმმა? რას ჰგავს ეს, მიუღებელია ეს. არსებობს გონივრული ეჭვი რომ იქ მოხდა გაყალბება, ხელით რომ ითვლით და კიდევ არსებობს ეჭვი, რომ იქ არის ძალიან დიდი კორუფცია, რისი შედეგიც არის გაუმართავი ეს წინა საარჩევნო გარემო და ის საარჩევნო აპარატები, რომელიც წყობიდან გამოვიდა.
თუ მოგვმართავენ, დიდი სიამოვნებით, ჩვენ ღია და გამჭვირვალე ვართ ყველა სახელმწიფოსთვის და აღმოჩნდა, რომ ბევრ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოზე უკეთესად ვატარებთ არჩევნებს. ეს ეუთო/ოდირის დასკვნაშიც წერია," - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.