ლაშა კასრაძე: მულტიპოლარული სამყაროს დაბრუნებით საქართველოს, პატარა სახელმწიფოს მოემატა თვითგადარჩენის შანსები - საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ ზუსტად დააფიქსირა ეს ცვლილება საგარეო სისტემაში

ლაშა კასრაძე

მულტიპოლარული სამყაროს დაბრუნებით საქართველოს - პატარა ქვეყანას, პატარა სახელმწიფოს მოემატა თვითგადარჩენის შანსები, - განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა ლაშა კასრაძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე (TBILISI RFSD) სიტყვით გამოსვლისას.

ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკაში ეს ცვლილება საქართველოს მთავრობამ ზუსტად დააფიქსირა.

„მულტიპოლარული სამყაროს დაბრუნებით საქართველოს - პატარა ქვეყანას, პატარა სახელმწიფოს მოემატა თვითგადარჩენის შანსები.

არსებობდა ერთპოლუსიანი სამყარო, სადაც იერარქიები ძალაუფლების დაბალანსებისა და შემოწმების თვალსაზრისით იყო მინიმუმამდე დაყვანილი. ვინაიდან შეიცვალა საერთაშორისო სისტემა და დაბრუნდა მრავალპოლუსიანი სამყარო, პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, მიეცათ საშუალება, რომ ამ ძალთა ბალანსში ლავირება განეხორციელებინათ.

საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ ზუსტად დააფიქსირა ეს ცვლილება საგარეო სისტემაში, საგარეო პოლიტიკაში და ჩვენ ამას მივესალმებით“, - განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა ლაშა კასრაძემ.

დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგინულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მასპინძლობს.