ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1752090073
თვითმმართველობის კალენდარულ არჩევნებს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ოპოზიციის ოპოზიციაში ვერ შევალთ, ვერ ვუპასუხებთ თავდასხმებს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.
მისი თქმით, „ლელო“ პატივს სცემს ოპოზიციის გეგმებს.
„ლელო – ძლიერი საქართველო“ მონაწილეობას იღებს თვითმმართველობის არჩევნებში, თვითმმართველობის კალენდარულ არჩევნებს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებს განვიხილავთ როგორც ბრძოლის დამატებით ინსტრუმენტს და შევდივართ ამ ბრძოლაში. ოპოზიციას რაც შეეხება, ოპოზიციის ოპოზიციაში ვერ შევალთ, ვერ ვუპასუხებთ თავდასხმებს. ჩვენ ვამბობთ, რომ პატივს ვცემთ ოპოზიციის გეგმებს, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სამოქმედო სტრატეგიასა და გეგმას და ამავდროულად ვამბობთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ ერთიანობისთვის და ერთობისთვის, მაგრამ სადაც ერთობა არ გამოვიდა იმ საკითხებში, რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის პოზიციებს“, – განაცხადა ლანა გალდავამ.