თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ „ნაციონაულური მოძრაობის“ პარტიაში დაპირისპირება არსებობს და სააკაშვილის მხარდამჭერები ღიად უპირისპირდებიან მელიას.
როგორც კალაძე აღნიშნავს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული განხეთქილება სახეზეა, თუმცა მას არ სურს ამ დეტალების განხილვა.
„ცხადია, დაპირისპირება არსებობს მათ პარტიაში. სააკაშვილის მხარდამჭერები პირდაპირ, ღიად უპირისპირდებიან მელიას და ეს უკვე სააშკარაოზეა, თუმცა მე არ მინდა შევიდე ამ დეტალებში, იმიტომ, რომ არ არის ეს ჩემი საქმე, ეს მათი პოლიტიკური პარტიის შიდა სამზარეულოა.
მე ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო, რაც დავპირდი თბილისელებს და ვარ ჩემი საქმით დაკავებული“, – განაცხადა კალაძემ.