,,ის, რაც Deep state-ისთვის არის მიუღებელი, პირდაპირ იფუთება, როგორც ,,რუსული" - თორნიკე ჭეიშვილი

თორნიკე ჭეიშვილი

Deep state-ის გავლენები და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება - ეს საკითხები კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია.

"ქართულ ოცნებაში" ყურადღებას ამახვილებენ იმ არაფორმალურ გავლენებზე, რაზეც თავად დიდი ხანია საუბრობენ.

"ის, რაც არის Deep state-ისთვის მიუღებელი, პირდაპირ იფუთება, როგორც "რუსული." ეს შეიძლება იყოს კონკრეტული საკანონმდებლო აქტი, გარკვეული პროცესი, კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლება. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, საქართველოსთან მიმართებითაც როგორც ცდილობდნენ ისინი შესაბამისი მავნებლური ხრიკის გამოყენებას, თუმცა, მეორე მხრივ, დავინახეთ ისიც, რომ მათმა წამოწყებებმა, საბოლოო ჯამში, ფიასკო განიცადა," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ეს არის პროპაგანდისტული ხაზი, რომლითაც მმართველი გუნდი აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის წინაშეა, ამაზე კი სრული პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.